logo
ENG



38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა

03 მარ 202209:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/61jtjsianja7wi9.png

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) "დაუყოვნებლივ გააგრძელებს" უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას. 

საქმის წარმოება 2013 წელს დაიწყო, როცა კიევში პრორუსული მთავრობის მიმართ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 

გამოძიების ფარგლები მოიცავს წარსულის და ახლანდელ ბრალდებებს ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს ან უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში ნებისმიერი ადამიანის მიერ ჩადენილ გენოციდს. 

პროკურორ კარიმ ხანის განცხადებით, გამოძიება მას შემდეგ ახლდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სასამართლოს კი შესაბამისი მოთხოვნით 38-მა ქვეყანამ მიმართა, მათ შორის ICC-ის დამფუძნებლებმა, კანადამ და საფრანგეთმა. 

განმცხადებლებს შორის საქართველოც არის

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული ჯარების თავდასხმებს ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 


close დახურვა